LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საუნივერსიტეტო კლინიკას 4 გამოჯანმრთელებული დატოვებს: კლინიკას ყველაზე ნაკლები რაოდენობის პაციენტი ყავს

98
20200428133549

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკას 10 დღეა ახალი პაციენტი არ მიუღია, დღეს კი დაწესებულებას 4 გამოჯანმრთელებული დატოვებს. ამის შესახებ ჟურნალისტებთან ლევან რატიანმა ისაუბრა. მისი თქმით, დღეის მონაცემებით კლინიკაში სულ 28 კოვიდინფიცირებული მკურნალობს, რომელთა ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. რატიანის განმარტებით, რეანიმაციულ განყოფილებაში მხოლოდ ერთი პაციენტი იმყოფება, რომელიც ფილტვის ხელოვნურ ვენტილაციაზე, თუმცა მასთან დადებითი დინამიკა შეიმჩნევა. კლინიკაში დღეს კიდევ 11 პაციენტის განმეორებით პასუხებს ელოდებიან.

„ამ ეტაპზე კლინიკაში ყველაზე ნაკლები რაოდენობის პაციენტია, რაც ძალიან გვახარებს. გვყავს 28 კოვიდინფიცირებული. ყველას მდგომარეობა სტაბილურია. რეანიმაციულ განყოფილებაში გვყავს ერთი პაციენტი, რომელიც იმყოფება ფილტვის ხელოვნურ ვენტილაციაზე, მაგრამ ამ ეტაპზე წინა პერიოდთან შედარებით, დადებითი დინამიკითაა. დანარჩენ პაციენტებთან, რომლებიც თერაპიულ განყოფილებაში იმყოფებიან, პათოლოგიური ცვლილებები არ ვლინდება. ვაკვირდებით, ველოდებით განმეორებითი ტესტის პასუხებს და იმედია, რამდენიმე დღეში ყველა დატოვებს კლინიკას. ბოლო 10 დღეა ჩვენს კლინიკაში ახალი პაციენტი არ ყოფილა. 28 პაციენტიდან მხოლოდ ერთი მიიჩნევა მძიმედ, დანარჩენი 27-თან ფაქტობრივად არანაირი კლინიკური ნიშნები არ ვლინდება. გავწერეთ 4 გამოჯანმრთელებულს. ასევე, დღეს ველოდებით 11 პირველად პასუხს და იმედია, ესენიც დატოვებენ კლინიკას. მალე, სავარაუდოდ, ჩვენი კლინიკა ჩვეულ რეჟიმში გადავა“, – განაცხადა რატიანმა.

magti 5g