პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში დღეს კიდევ 5 პაციენტი გამოჯანმრთელდა. ამ დროის მონაცემებით დაწესებულებაში სულ 9 კოვიდინფიცირებული პირი მკურნალობს. ინფორმაციას ამის შესახებ კლინიკის ადმინისტრაცია საკუთარ გვერდზე ავრცელებს, რომელიც რამდენიმე წუთის წინ განახლდა.
“25 მაისის მონაცემებით ჩვენს კლინიკაში სულ მოთავსებულია 17 პაციენტი, აქედან კოვიდ ინფიცირებულია 9 პაციენტი.
რეანიმაციის მიმართულებაში მკურნალობას გადის 1 პაციენტი.
თერაპიულ მიმართულებაში მოთავსებულია 16 პაციენტი.
გამოჯანმრთელდა 5 პაციენტი” – წერია კლინიკის გვერდზე.