LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„საუზმე, ვარჯიში და ჩემი ცხოვრების ახალი საქმე“ – რას წერს მაია ასათიანი

235
maia asatiani

ტელეწამყვანი მაია ასათიანი საკუთარ „ინსტაგრამ“ გვერდზე მიმდევრებს მისი დღის რუტინის შესახებ უზიარებს ინფორმაციას და ამავდროულად, გარკვეული ცვლილებების შესახებ საუბრობს.

მაია ასათიანი, რომელიც უკვე წლებია, საკუთარ გადაცემას და ტელეეკრანზე გამოჩენას დაემშვიდობა, აღნიშნავს, რომ მის ცხოვრებაში გაჩნდა ახალი საქმე, რომლის შესახებ გულშემატკივრებს მალე მოუყვება.

ვიდეო: „მიუხედავად იმისა, რომ შვილმკვდარი ქალი ვარ, ამაზე რთული სამი წელი მე არ მქონია“ – მაია ასათიანი

„დილის 6-ზე ვიწყებ დღეს, რძიანი ყავა დარიჩინით, საუზმე, ვარჯიში და ჩემი ცხოვრების ახალი საქმე, მალე რომ მოგიყვებით“, – წერს მაია ასათიანი.

„რაც ეთერში აღარ ვარ, უცებ გაჩუმდა ტელეფონი გათენებიდან დაღამებამდე რომ რეკავდა… უცბად გაქრნენ ადამიანები და მადლობა მათ, ნამდვილებს, ვინც მკითხულობს“ – რა მიმართვას ავრცელებს მაია ასათიანი და როდის დაინტერესდა მისი გუნდი სამშობიაროდან გაყიდული ჩვილების თემით

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g