შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსი ბექა ფერაძე აცხადებს, რომ სავაჭრო ობიექტების უმრავლესობაში, რომლებმაც მუშაობა განაახლეს, რეკომენდაციები მაღალი სიზუსტით იყო შესრულებული.
მისივე თქმით, ქვეყნის მასშტაბით სავაჭრო ობიექტებზე არსებითი ხასიათის დარღვევები არ გამოვლენილა, ამიტომ საჯარიმო სანქცია არ ყოფილა გამოყენებული.
სავაჭრო ცენტრებში არ იმუშავებს გასახდელი – არ იქნება არც კვების ობიექტები
“განახლდა სავაჭრო ცენტრების ფუნქციონირება, თუმცა მინდა ხაზი გავუსვა, რომ არსებითი დარღვევები, ჩვენდა საბედნიეროდ, არ გამოვლენილა. მიუხედავად ასეთი დადებითი მონაცემებისა, წინასაახალწლო დღეები მოდის და არ მინდა ამ მონაცემებმა მოდუნების საშუალება მოგვცეს. მინდა თხოვნით მივმართო თითოეულ მოქალაქესა და ობიექტს, რომ წესები ზედმიწევნით დაიცვან,” – აცხადებს ბექა ფერაძე.
დილიდან, „სითი მოლის“ მომხმარებლებს კორონავირუსის სიმპტომებს რობოტი „პეპერი“ უმოწმებს