LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სავაჭრო ცენტრის გახსნის ზუსტი დრო დღის მანძილზე გამოქვეყნდება – „გალერია თბილისი“

229
BeFunky-collage (13) (1)

უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, დილიდან „გალერია თბილისში“ სავენტილაციო სისტემების შემოწმება დაიწყება, – ამის შესახებ ინფორმაციას „გალერია თბილისის“ ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, სავაჭრო ცენტრის გახსნის ზუსტი დრო დღის მანძილზე გამოქვეყნდება.

15 აგვისტოს „გალერია თბილისის“ ტექნიკურ სივრცეში, სავენტილაციო სისტემის ერთ-ერთ დანადგარს გაუჩნდა ალი, რის გამოც სავაჭრო ცენტრის შენობის დაკვამლიანება მოხდა.განხორციელდა ხალხის ევაკუაცია.

„გალერია თბილისიდან" ხალხის ევაკუაცია განხორციელდა

საგანგებო სიტუაციების სამსახურში აცხადებენ, რომ ტერიტორიაზე რვა სახანძრო მანქანა მუშაობს.

ამ ეტაპზე უცნობია შემთხვევის გამომწვევი მიზეზი, მიმდინარეობს საკითხის მოკვლევა.

შემთხვევის დროს არავინ დაშავებულა და არ დაზიანებულა ქონება. ადგილზე სახანძრო-სამაშველო ჯგუფები მუშაობდნენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g