LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სავაჭრო ობიექტები გაიხსნა – სხვა შეზღუდვები ძალაშია

316
BeFunky-collage (2)

უკვე რამდენიმე საათია სავაჭრო მოლები და მაღაზიები გაიხსნა. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 28 ნოემბერს გამოცხადებული შეზღუდვები მცირე დროითა და მცირე დოზით შემსუბუქდება.

შეზღუდვების შემსუბუქების გადაწყვეტილება 2 იანვრის ჩათვლით მოქმედებს. სამუშაო საათები დილის 7-დან საღამოს შვიდამდე განისაზღვრა. როგორც შიდა, ასევე გარე პერიმეტრზე მკაცრად გაკონტროლდება მომხმარებელთა შენობაში შესვლის წესები, ასევე პირბადის ტარება და რიგების დაცვა.

აღსანიშნავია, რომ თბილისის მოლისკენ მიმავალ გზაზე უკვე საცობია. ვიდეო სოციალურ ქსელში ვრცელდება.

ვიდეო: მანქანების რიგი “თბილისი მოლის” პარკინგზე შესასვლელად – მოქალაქეები შვიდი საათიდან გამოჩდნენ

ცნობისთვის, კოვიდპანდემიის გამო გარკვეული შეზღუდვები ძალაში რჩება.შემსუბუქება არ შეეხო ტრანსპორტს და ღია ბაზრობებს. ასევე მოქმედებს გადაადგილების შეზღუდვა ღამის საათებში.

მოქმედი სასტუმროებისთვის კი რეგულაციები კიდევ უფრო გამკაცრდა, მათ სარესტორნე სივრცეებს საღამოს 9:00 საათის შემდეგ მუშაობის უფლება შეეზღუდათ.

უფრო ვრცლად იხილეთ:

რა შეზღუდვები რჩება ძალაში? – საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილება

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g