LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სავიზო რეჟიმის დაწესების მოთხოვნა რუსეთთან ომში ჩართვასთან არის კავშირში: ოხანაშვილი

60
ანრი ოხანაშვილი

ხომ არ უნდა დაწესდეს სავიზორეჟიმი იმ ფონზე, როცა რუსეთიდან დიდი ოდენობით მოქალაქეების შემოსვლა ფიქსირდება, – ჟურნალისტის კითხვაზე ანრი ოხანაშვილი აცხადებს, რომ სავიზო რეჟიმის დაწესების მოთხოვნა რუსეთთან ომში ჩართვასთან არის კავშირში.

ოხანაშვილის თქმით მსგავსი მოთხოვნები ქვეყანაში დესტაბილიზაციას და ომში ჩართვას უკავშირდება, რაც ოპოზიციის ინტერესია.

“ყველა შესაბამისი უწყება მუშაობს 24 საათის რეჟიმში და ქვეყანაში მშვიდობას და უსაფრთხოებას უზრუნველყოფს. საკითხები, რაც არის დაკავშირებული სავიზო რეჟიმთან, გასაგებია რა ხაზია და რა ინტერესს ემსახურება. სავიზო რეჟიმი მოხსნა სააკაშვილმა, ეს რომ ასე არ მომხდარიყო, კონკრეტულ მოცემულობაში მივიღებდით შესაბამის გადაწყვეტილებას, თუმცა, ახლა საუბარია იმაზე, რომ გადავდგათ ნაბიჯები, რაც ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების ინტერესებს შეუქმნის საფრთხეს. ჩვენ ვმოქმედებთ მოსახლეობის ინტერესების შესაბამისად და არა მცირე მოკლესვლიანი პოლიტიკური ნაბიჯებისთვის, რომელიც ოპოზიციური რადიკალური ჯგუფების მხრიდან არის შემოტანილი. არავის სხვა ინტერესი არ გააჩნია – ქვეყანაში სურთ დესტაბილიზაცია იყოს და ომში ჩაერთოს ქვეყანა, ყველა კონკრეტული შემოთავაზება ემსახურება ამ ინტერესს”, – განაცხადა ოხანაშვილმა.

მისი განცხადებით ასეთი თემების შემოტანა უკავშირდება იმ დღის წესრიგს, როცა საქართველოს ჩარტერული რეისით მებრძოლების გაგზავნას სთავაზობენ რაც შემდგომში უკვე უკრაინის ელჩის გაწვევასთანა დაკავშირებული.

შეგახსენებთ, რომ პარტია „ლელო საქართველოსთვის“ საქართველოს ხელისუფლებას რუსეთის და ბელარუსის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის დაწესებისკენ მოუწოდებს.

როგორც პარტიის განცხადებაშია აღნიშნული, ოკუპანტი ქვეყნიდან შემოსულ ვიზიტორთა ნაკადი ყოველგვარ კონტროლს მიღმაა და შესაბამისი სტრუქტურები ოკუპანტი ქვეყნიდან ჩვენს ტერიტორიაზე შემოსულ მოქალაქეებს ვერ აკონტროლებენ, შესაბამისად, ქვეყანა დაუცველია გამოწვევებისა თუ არსებული საფრთხეების წინაშე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g