LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საწვავთან მიმართებით ფასების კლებას ველოდებით, პირდაპირ მინდა გითხრათ – ლევან დავითაშვილი

83
ipiccy_image

რეალურად, ჩვენს საცალო ქსელში იყიდება საწვავი, რომელიც ფასების პიკშია შეძენილი. ჩვენ უშუალო ურთიერთობა გვაქვს იმპორტიორებთან და გვაქვს მოლოდინები, რომ უფრო ნაკლებ ფასში შეძენილი საწვავი შეიძლება ბაზარზე გამოჩნდეს. ამიტომ, საწვავთან მიმართებით, ფასების კლებას ველოდებით, პირდაპირ მინდა გითხრათ “,- ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, მოთხოვნა, რომელიც გადასახადების გაუქმებას ეხებოდა, არ არის შესაბამისი და ადეკვატური ზომა.

„ჩვენ დავაკვირდებით სიტუაციას. ასეთ საკითხებს ძალიან ფრთხილად უნდა მივუდგეთ, რათა ფისკალური დისციპლინა, რომელიც ქვეყანაში ჩამოყალიბდა, არ დაირღვეს და ამას არ ჰქონდეს ძალიან ნეგატიური, გრძელვადიანი, პრეცედენტული სახე და ზოგადად, ქვეყნის მაკროეკონომიკურ სტაბილურობაზე არ იმოქმედოს. თუმცა, გვესმის რა ამ საკითხის მგრძნობიარობა, რა თქმა უნდა, ეკონომიკური გუნდი მუშაობს და აქ, შეიძლება, უფრო უპრიანი იყოს სხვა ტიპის გადაწყვეტილებები“, – დასძინა ეკონომიკის მინისტრმა.

ევროპაში, აზერბაიჯანის შემდეგ, საქართველოში გაზი ყველაზე იაფია – პრემიერი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g