LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევროპაში, აზერბაიჯანის შემდეგ, საქართველოში გაზი ყველაზე იაფია – პრემიერი

104
ipiccy_image

გაზის ფასები ევროპაში მკვეთრად გაზრდილია. ასეთი რამ არ იყო 2-3 კვირის წინ. 3900 დოლარს მიაღწია 1000 კუბური მეტრი გაზის ფასმა. ჩვენთან ეს, დაახლოებით, 120 დოლარია 1 000 კუბურ მეტრზე რასაც მოქალაქეები იხდიან, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, ევროპაში, აზერბაიჯანის შემდეგ, საქართველოში ბუნებრივი აირი ყველაზე იაფი ღირს.

„ის კონტრაქტები, რაც მთავრობას აქვს გაფორმებული აზერბაიჯანთან, არის ძალიან მიზერული. მე ვიტყოდი ევროპაში, აზერბაიჯანის შემდეგ, მეორე თუ მესამე ადგილზე ვართ, გაზის ფასების მიხედვით. ევროპაში, აზერბაიჯანის შემდეგ, გაზი საქართველოში ყველაზე იაფი ღირს. ამიტომ მე ვთხოვ ყველას, რომ ამ სტრესულ ვითარებაში მეტი პასუხისმგებლობა გამოვიჩინოთ და ნუ შევიყვანთ მოქალაქეებს შეცდომაში“, – აღნიშნა პრემიერმა.

მან საწვავის ფასებზეც ისაუბრა და განმარტა, რომ „ჩვენ მე-100 ადგილზე ვართ მსოფლიოში საწვავის ფასების მიხედვით“. „ყველას შევახსენებ, რომ არც გაზის მწარმოებელი ვართ და არც ნავთობის მომპოვებელი და მწარმოებელი“, – დასძინა ღარიბაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g