LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საყოველთაო დაზღვევის ფარგლებში გაწეული მომსახურების ფასის ინდექსაცია არ მოხდება – მინისტრი

76
BeFunky-collage (1)

ჯანდაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი აცხადებს, რომ DRG  (დიაგნოზთან შეჭიდული ჯგუფები) სისტემის დანერგვამდე კლინიკებისთვის საყოველთაო დაზღვევის ფარგლებში გაწეული მომსახურების ფასის ინდექსაცია არ მოხდება.

“10 წლის წინანდელი ტარიფით ოპერირება შეუძლებელია” – გაფიცული მედმუშაკების ფონზე, კლინიკები კრიტიკული/რეანიმაციული მომსახურების ტარიფების გადახედვას ითხოვენ

ზურაბ აზარაშვილის თქმით, ამჟამად სერვისს 70%-იანი დაფარვა აქვს და აღნიშნავს, რომ თუ მისი გაფართოება იგეგმება, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მომხმარებლებმა ხარისხიანი და მაღალი სტანდარტის სერვისი მიიღონ.

„2030 წლის ბოლომდე უნდა ავიდეთ 90-95%-იან დაფარვაზე. ეს ნიშნავს იმას, რომ მოსახლეობის უდიდეს ნაწილს თუ სამედიცინო მომსახურების კუთხით დახმარება დასჭირდება, სახელმწიფო მზად იქნება მათ დასახმარებლად.

ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან გვაქვს იმის მზაობა, რომ დავუფინანსოთ სამედიცინო სერვისები, ეს იყოს რაც შეიძლება მაღალი ხარისხისა და სტანდარტის, რათა დარწმუნებული ვიყოთ, რომ ჩვენს მოქალაქეებს მკურნალობენ შესაბამის გარემოში შესაბამისი კვალიფიკაციის ექიმები და არის შესაბამისი მედიკამენტები.

აქედან გამომდინარე, როდესაც დავაანონსეთ DRG -ის შემოტანა, აპრილიდან საპილოტე რეჟიმში გაშვებული გვაქვს DRG, სექტემბერ-ოქტომბერში ვგეგმავთ, რომ კლინიკებზე გავავრცელოთ, ხოლო წლის ბოლოდან უკვე ყველა კლინიკაზე გავრცელდება.

ჩვენი აზრით, ეს ჩამოაყალიბებს იმ სამართლიან და ადეკვატურ ტარიფს, რომელსაც სახელმწიფო გადაუხდის ამა თუ იმ სამედიცინო სერვისზე. მეორე მხრივ, ფინანსურს რომ თავი დავანებოთ, რატომღაც ძალიან გული მწყდება, რომ ხდება აპელირება მხოლოდ ფინანსურ ნაწილზე. ჩვენ მხოლოდ ფინანსურს არ ვჯერდებით და მნიშვნელოვანია, რომ არაფინანსური ნაწილიც იყოს მოწესრიგებული. ის სტანდარტები იყოს დაკმაყოფილებული, რომელსაც ჩვენ ეტაპობრივად მოვთხოვთ კლინიკებს“, – განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.

ცნობისთვის, სამედიცინო დაწესებულებები აცხადებენ, რომ ერთ-ერთ მთავარ და გადაუჭრელ გამოწვევად საყოველთაო ჯანდაცვის ფარგლებში 2013 წელს სხვადასხვა სამედიცინო მომსახურებისთვის დადგენილი ტარიფები რჩება. კერძო სამედიცინო დაწესებულებები, რომლებიც ჯანდაცვის ასოციაციაში არიან გაწევრიანებული, ელიან, რომ სახელმწიფო ივლისში მიიღებს ტარიფების ინდექსაციასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g