LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საზარელი თბილისური ამბავი – ბიოს მოწევის შემდეგ 9 ბიჭი ძლივს მოაბრუნეს

169

„ფეისბუქ“-მომხმარებელი მეკო კვაჭანტირაძე წერს იმ შემთხვევის შესახებ, რომელსაც დედამისი შეესწრო. მეკო ჰყვება, რომ მისი სადარბაზოდან 9 ბიჭი კუბოს გაიტანდნე, დედამისი რომ არ აღმოჩენილიყო იქ.

„გუშინდელი საშინელი და ამავე დროს ღმერთის წყალობით, კარგად დასრულებული ამბავი მინდა მოგიყვეთ. გუშინ საღამოს სამსახურიდან რვის ნახევარზე დაბრუნებული დედაჩემი სადარბაზოში შედის და რას ხედავს? ერთი ბიჭი მთვრალივით გადიოდა სადარბაზოდან, მეორე კი, მეცხრეკლასელი, კიბეებზე უგონოდ ეგდო. ეგონა ნასვამი და გვერდი აუარა, აიარა კიბის რამდენიმე საფეხური და მეორე ბიჭი თავდაყირა ეგდო, სულ შავი, ისიც უგონო მდგომარეობაში.

დედაჩემს უფიქრია, რადგან პირველი ბიჭი მთვრალი იყო, ალბათ, ბიჭებმა რაღაც დალიეს და მთვრალები არიანო. მესამე ბიჭს ბოდიშის მოხდით რომ გადააბიჯა, მეოთხე შეხვდა, ისიც დაგდებული. მასაც ბოდიშით გადააბიჯა და ხედავს, დანარჩენი ხუთი ბიჭი ერთმანეთზე ყრია, ერთმა ამოიკვნესა, მიშველეთო…

დედაჩემი მიხვდა, რომ მთვრალები კი არ იყვნენ, წამლის ზედმეტი დოზა ჰქონდათ მიღებული და ნახევრად მკვდრები იყვნენ. შევარდა სახლში, გამოიტანა ნემსები და ვისაც შეძლო, გულის არეში ურტყა, მაგრამ სამწუხაროდ, უშედეგოდ. მერე წყლები ასხა. ამ დროს სხვა მეზობლებიც გამოცვივდნენ, სასწრაფოც მოვიდა და მოკლედ, ერთი საათის მერე ყველა აზრზე მოიყვანეს. ზოგი საერთოდ არ სუნთქვავდა, ზოგს პირიდან დუჟი მოსდიოდა…

ერთი სიტყვით, ე.წ. ბიო მოწიეს და დედაჩემის წყალობით, ყველა გადარჩა, მაგრამ დედაჩემი ლოგინად ჩავარდა, ისეთ სტრესშია გუშინდელი ამბის შემდეგ.

ახალგაზრდებო, აზრზე მოდით, დღეს ჩემი კორპუსიდან 9 20 წლამდე ბიჭის კუბოებს გაიტანდნენ. საბედნიეროდ, ასე არ მოხდა. მშობლებიც მოდით აზრზე და და მაგრად მოკიდეთ თქვენს შვილებს ხელი“ – წერს მეკო სოციალურ ქსელში.

14518245_10209332870731853_1223806539_n

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები