LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტომ შესაძლოა, ნავსადგურები დააჯარიმოს

95

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო საქართველოს ნავსადგურების დაჯარიმებას არ გამორიცხავს. როგორც ”ფორტუნას” სააგენტოს დირექტორმა მამუკა ახალაძემ განუცხადა, სანქციები სხვადასხვა დარღვევის გამო გატარდება.

მისივე თქმით, ამჟამად საკითხზე მუშაობა მიმდინარეობს. ამასთან, არ დასრულებულა საქართველოს საზღვაო ნავსადგურის კომპლექსური შემოწმება, რომელიც სააგენტომ 4 აპრილს დაიწყო.

”საბოლოოდ ჩამოყალიბებული არ ვართ, თუმცა, არ გამოვრიცხავ, რომ რომელიმე ნავსადგურს მოუწიოს გარკვეული სახის ჯარიმის გადახდა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. დარღვევები კლასიფიცირდება კნონმდებლობით, თუკი აღმოჩნდება კონკრეტული შეუსაბამობა. ჩვენ გვაქვს წინასწარი ვარაუდი იმისა, რომ ნავსადგურებს მოუწევთ ჯარიმების გადახდა, რადგან გამოვლენილი რამდენიმე დარღვევა იძლევა ამის საფუძველს. თუმცა, ჯერჯერობით, მეტი კონკრეტიკისგან თავს შევიკავებ,” – განუცხადა ”ფორტუნას” ახალაძემ.

2016 წლის 4 აპრილიდან საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტომ საქართველოს ყველა საზღვაო ნავსადგურის კომპლექსური შემოწმება დაიწყო. საგენტოს ცნობით, შემოწმების მიზანია საზღვაო ნავსადგურების შესაბამისობის დადგენა საერთაშორისო ნორმებთან და საქართველოს კანონმდებლობასთან მიმართებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g