LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საზღვრის უკანონოდ გადმოწევა და მსხვილი ეკონომიკური შეთანხმებები – რაზე ისაუბრეს კვირიკაშვილმა და პენსმა

129

აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის მთავარი განხილვის საკითხი დღევანდელ შეხვედრაზე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა იყო, პრობლემები და გამოწვევები, რომლის წინაშეც ქვეყანა ოკუპაციის პირობებში დგას.

გიორგი კვირიკაშვილმა და მაიკ პენსმა, ასევე, ისაუბრეს ბორდერიზაციის პრობლემის შესახებ.

დღევანდელ შეხვედრაზე განიხილეს ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხებიც. ვიზიტის ფარგლებში ხელი მოეწერება ერთ-ერთ უდიდეს ეკონომიკურ ხელშეკრულებას ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტსა და ამერიკულ კომპანია CSA Marine -ს შორის. უმსხვილესი ამერიკული კომპანია ანაკლიის პორტის ოპერატორი ხდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g