LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“საზღვრისპირა სოფლებიდან რამდენიმე ბავშვი ესტუმრა სტუდიაში და კონცერტი გაუმართა, ვთხოვე ამ შეხვედრის ჩანაწერს გავაშუქებ-მეთქი და უარი მივიღე” – მანანა თოქმაჯიშვილი

3209
BeFunky-collage

თბილისის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი მანანა თოქმაჯიშვილი ბერა ივანიშვილთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და ერთ-ერთ ისტორიას იხსენებს.

თოქმაჯიშვილი წერს, რომ 2011 წელს საზღვრისპირა სოფლებიდან რამდენიმე ბავშვს ბერამ სტუდიაში კონცერტი გაუმართა.

„კიდევ კარგი არავის აინტერესებს მეგობრებთან ჩემი სატელეფონო საუბრები, თორემ უვადო პატიმრობის კანდიდატი ვარ.

2011 წლის ამბებიდან მე სულ სხვა ისტორია მახსენდება- საზღვრისპირა სოფლებიდან რამდენიმე ბავშვი ესტუმრა სტუდიაში და კონცერტი გაუმართა. თვითონაც ბავშვი იყო მაშინ (ისევე როგორც იმ აკოწიწებულ ჩანაწერში). მთელი სული და გული ჩადო, აიყოლია ყველა, ერთად მღეროდნენ. ვთხოვე, ამ შეხვედრის ჩანაწერს გავაშუქებ, ძაან მაგარი გამოხმაურება მოყვება-თქო და უარი მივიღე, შეიძლება ამ ბავშვებს რამე პრობლემები შეექმნათ, ჩემთან რომ იყვნენო (გახსოვთ ხო რა დრო იყო?).

და ამ ბიჭზეა საუბარი, ვინმეს ჩაგრავდაო? ღმერთმანი!“ – წერს თოქმაჯიშვილი.

შეგახსენებთ, გუშინ, 6 მარტს „ტვ პირველმა“ გაავრცელა აუდიოჩანაწერი, რომელშიც მათი მტკიცებით, ბერა ივანიშვილი ირაკლი ღარიბაშვილი და ანზორ ჩუბინიძე მონაწილეობენ. ჩანაწერებში საუბარი ბერა ივანიშვილისთვის არასასიამოვნო კომენტარების ავტორების წინააღმდეგ ანგარიშსწორებას შეეხება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g