ვლადიმერ პუტინი “რუსული სამყაროს” იდეოლოგის, ალექსანდრე დუგინის ქალიშვილის გარდაცვალებას გამოეხმაურა. მისი თქმით, ჟურნალისტ დარია დუგინას მკვლელობა საზიზღარი და სასტიკი დანაშაულია.
„მიიღეთ გულწრფელი სამძიმარი და მხარდაჭერა ყველაზე რთულ, გამოუსწორებელ დანაკარგთან დაკავშირებით. საზიზღარმა, სასტიკმა დანაშაულმა შეაჩერა დარია დუგინას სიცოცხლე. ის იყო ნიჭიერი ადამიანი ნამდვილი რუსული გულით, კეთილი, მოსიყვარულე, მგრძნობიარე და ღია. ჟურნალისტი, მეცნიერი, ფილოსოფოსი, ომის კორესპონდენტი, რომელიც პატიოსნად ემსახურა ხალხს, სამშობლოს და მან საქმით დაამტკიცა, რას ნიშნავს იყო რუსეთის პატრიოტი“, – განაცხადა პუტინმა.
ქალიშვილის დაღუპვის შესახებ ალექსანდრე დუგინი პირველ კომენტარს აკეთებს