LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საზოგადოებამ ხმა აიმაღლა, იყო ასევე ჩვეულებრივი აღშფოთება და დაგმობა: წულუკიანი 5 ივლისზე

53
თეა წულუკიანი

“იყო ასევე უფრო მეტი და მასობრივად, ჩვეულებრივი აღშფოთება და დაგმობა, იმისა რომ ჟურნალიზმი არ არის ეს, კრიტიკა ჟურნალისტებისადმი, რასაც უნდა შეეგუონ, ჩვენც გვაქვს უფლება, გავაკრიტიკოთ სხვა”, – ამის შესახებ კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა რადიოუცნობის ეთერში განაცხადა.

მინისტრმა 5 ივლისის მოვლენებზე საუბრის დროს აღნიშნა, რომ თითქოს გამოხატვის თავისუფლების სახელით ებრძვიან ყველაფერს, რაც არის ინდივიდუალური და რაც არის ინდივიდი.

წულუკიანის თქმით, ეს არის ძალიან დიდი პრობლემა და მისივე განმარტებით, 5 ივლისს საზოგადოებამ ხმა აიმაღლა:

“თითქოს ამ გამოხატვის თავისუფლების სახელით ებრძვიან ყველაფერს, რაც არის ინდივიდუალური და რაც არის ინდივიდი. ეს რა თქმა უნდა, არის ძალიან დიდი პრობლემა, ამას კლასიკური ბრძოლის მეთოდები არ უშველის. თუმცა ის, რაც სულ რამდენიმე დღის წინ მოხდა და საზოგადოებამ ხმა აიმაღლა, რა თქმა უნდა, იქ იყო დასაგმობი და აბსოლუტურად შეუწყნარებელი ფაქტები, როდესაც ჟურნალისტს ურტყამ, როდესაც ჟურნალისტს შეურაცხყოფ, მაგრამ იყო ასევე უფრო მეტი და მასობრივად, ჩვეულებრივი აღშფოთება და დაგმობა, იმისა რომ ჟურნალიზმი არ არის ეს, კრიტიკა ჟურნალისტებისადმი, რასაც უნდა შეეგუონ, სხვა გზა არ აქვთ, ჩვენც გვაქვს უფლება, გავაკრიტიკოთ სხვა და არა იმიტომ, რომ ვართ საზოგადოების წევრი, მასწავლებელი, პოლიტიკოსი, მინისტრი, თუ სხვა და თავში გვირტყას მიკროფონი, ამის უფელბა არავის არ აქვს.

ინდივიდს აქვს პირადი სივრცე, როდესაც ხარ ჟურნალისტი და სხვის სახლში იჭრები, ეს არის პირდაპირი დარღვევა ყველა ნორმის და  სტანდარტის.” – განაცხადა წულუკიანმა.

გარკვეული რეგულაციების დაწესების იდეას აბსოლუტურად ვემხრობი – წულუკიანი ჟურნალისტებზე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g