საზოგადოებრივი მაუწყებელი სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ისგან ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას სასამართლოს გზით ითხოვს. საზოგადოებრივი მაუწყებლის სარჩელი საქალაქო სასამართლომ წარმოებაში უკვე მიიღო.
საზოგადოებრივი მაუწყებელი „რუსთავი 2“-ისგან ითხოვს ძირითადი ფულადი დავალიანების გადახდას შემდეგი ოდენობით: 13 575,47 აშშ დოლარი (გადახდის დღეს არსებული შესაბამისი კურსით ეროვნულ ვალუტაში); 100 ლარი; 12 828,68 ევრო (გადახდის დღეს არსებული შესაბამისი კურსით ეროვნულ ვალუტაში); 141 087,50 შვეიცარიული ფრანკი (გადახდის დღეს არსებული შესაბამისი კურსით ეროვნულ ვალუტაში).
აღნიშნული დავალიანება „რუსთავი 2“-ს საზოგადოებრივი მაუწყებლის მიმართ წარმოეშვა მხარეთა შორის გაფორმებული სხვადასხვა ხელშეკრულებების საფუძველზე, რაც აღიარებულია „რუსთავის 2“-ის მიერ.
ძირითადი დავალიანების გარდა, საზოგადოებრივი მაუწყებელი ითხოვს „რუსთავის 2“-ს ასევე დაეკისროს პირგასამტეხლო სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე პერიოდისთვის.