შატილთან, საზოგადოებრივი მაუწყებლის კუთვნილ ავტომანქანა „ნივას“ ცეცხლი გაუჩნდა. ხანძრის გამო, ავტომობილი აფეთქდა და დაიწვა.
საზოგადოებრივის გადამღები ჯგუფი შემთხვევის შედეგად არ დაშავებულა. მძღოლმა დროულად მოხდინა რეაგირება და ჟურნალისტსა და ოპერატორს ავტომანქანის სალონი დაატოვებინა.
ინფორმაციას და ფოტოს საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.