LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარედ ვასილ მაღლაფერიძე მეორე ვადით აირჩიეს

139
ვასილ მაღლაფერიძე

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე, ხმათა უმრავლესობით, საბჭოს თავმჯდომარედ ვასილ მაღლაფერიძე აირჩიეს.

მაღლაფერიძე აღნიშნულ თანამდებობას მეორე ვადით, კიდევ სამი წლით დაიკავებს.

მის კანდიდატურას საბჭოს რვა წევრმა დაუჭირა მხარი, სამი კი წინააღმდეგი იყო.

მაღლაფერიძის გარდა, სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარეობის სხვა კანდიდატი არ დასახელებულა.

„მე არ ვხსნი ჩემს კანდიდატურას. მეტიც, პატივისცემას ამით გამოვხატავ ჩემი კოლეგების მიმართ. მეც მივცემ საკუთარ თავს ხმას“, – განაცხადა მაღლაფერიძემ.

ცნობისთვის, სამეურვეო საბჭო თავმჯდომარეს სრული შემადგენლობის უმრავლესობით სამი წლის ვადით ირჩევს. ვასილ მაღლაფერიძე საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარედ პირველი ვადით 2022 წლის 21 აპრილს აირჩიეს.

magti 5g