საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის ინიციატივით „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ სამეურვეო საბჭოს წევრებთან შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე „საზოგადოებრივ მაუწყებელში“ განვითარებულ მოვლენებზე იმსჯელეს.
საუბარი კონკრეტულად შეეხო იმას, თუ რა ხდება, როგორი არის ზოგადად მისი განვითარების გეგმა. „საქართველოს პრეზიდენტი დაინტერესდა, თუ რა ხდება საზოგადოებრივ მაუწყებელში. დღეს გაიმართა შეხვედრა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრებთან. საუბარი კონკრეტულად შეეხო იმას, თუ რა ხდება, როგორი არის ზოგადად მისი განვითარების გეგმა და მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით პრეზიდენტმა მიიღო სრული ინფორმაცია სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარისა და მისი წევრებისგან“, – აცხადებენ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში.