LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საზოგადოებრივი მოძრაობა „ერი” ლევან ვასაძის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

170
abbbe48986581b06aad9e80ee3200c45-XL

საზოგადოებრივი მოძრაობა „ერის“ განცხადებით, ბოლო დღეებში ლევან ვასაძე დასავლეთ საქართველოში მხარდამჭერებთან შეხვედრებს ატარებდა, რა დროსაც თავი შეუძლოდ იგრძნო და სამედიცინო გამოკვლევის ჩასატარებლად სტამბოლის კლინიკაში გაემგზავრა.

მოძრაობა აღნიშნავს, რომ ამჟამად ვასაძე თავს ნორმალურად გრძნობს.

“საქართველოში დიაგნოზი ვერ დაუსვეს, ამიტომ თურქეთში გადაფრინდა” – ლევან ვასაძე ჰოსპიტალიზებულია

„მედიაში ლევან ვასაძის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინტერპრეტაციები ვრცელდება. საზოგადოებრივი მოძრაობა „ერი“-ს ლიდერების კომენტარები კი, ხშირ შემთხვევაში, კონტექსტიდან ამოვარდნილად გამოიყენება.

„ერი“ ადასტურებს, რომ ბოლო დღეებში ლევან ვასაძე დასავლეთ საქართველოში მხარდამჭერებთან შეხვედრებს ატარებდა, რა დროსაც თავი შეუძლოდ იგრძნო და სამედიცინო გამოკვლევის ჩასატარებლად სტამბოლის კლინიკაში გაემგზავრა. ის თავს ნორმალურად გრძნობს“,-აღნიშნულია განცხადებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g