LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“საზოგადოებრივი ტრანსპორტი განიხილება უკიდურესად მაღალი რისკის გარემოდ” – ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის თავმჯდომარე

10364
969e145c1dea4589a6e7418857c6b8f4

საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის თავმჯდომარე  სოციალურ ქსელში წერს, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი განიხილება უკიდურესად მაღალი რისკის გარემოდ. მხოლოდ დედაქალაქში ერთი დღის განმავლობაში მილიონზე მეტი მგზავრობა ხორციელდება.

დავით მესხიშვილი მოუწოდებს მოსახლეობას გაითვალისწინონ ჯანმრთელობის საერთაშორისო ორგანიზაციის რეკომენდაციები:

“კორონავირუსი (COVID-19) და საზოგადოებრივი ტრანსპორტი!

ამასობაში ყველას დაგვავიწყდა, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი განიხილება უკიდურესად მაღალი რისკის გარემოდ (WHO). მგზავრობისას ვეხებით უამრავი ნივთის ზედაპირს (ბილეთის აპარატი, კარები, ღვედი, ძელი, ფული, სავარძელი და ა.შ.)

მხოლოდ დედაქალაქში, მხოლოდ ერთი დღის განმავლობაში ყველა სახის საზოგადოებრივი ტრანსპორტით („მარშუტკა“, ავტობუსი, მეტრო) მილიონზე მეტი მგზავრობა ხორციელდება.

საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციების გათვალისწინებით სასურველია გატარდეს შემდეგი ღონისძიებები:

?მძღოლის სიახლოვეს, პირველ ორ რიგში იკრძალება მგზავრების დასხდომა, მძღოლისთვის უსაფრთხო „ბუფერული ზონის“ უზრუნველსაყოფად!

?მოქმედებს მგზავრების ავტობუსში ჩასხდომა/გადმოსხდომის სპეციალური რეჟიმი და ის ხორციელდება მხოლოდ უკანა კარის საშუალებით. ამ გზით ხდება იმ მძღოლების დაცვა, რომლებიც არ არიან განთავსებულნი კაბინებში.

?მძღოლებისთვის იზოლირებული კაბინების მოწყობა

?მძღოლების გადამზადება კრიტიკული სიტუაციის მართვაში. მაგალითად ავტობუსში აღმოჩნდა „ეჭვმიტანილი“ (სავარაუდოდ ინფიცირებული), რამაც წარმოქმნა პანიკა. მძღოლმა უნდა შეძლოს პროცესის მართვა და იმოქმედოს გაიდლაინის შესაბამისად.

?სავადებულო ხდება ნიღბების გამოყენება საზოგადოებრივ ტრანსპორტში.

?კონტროლიერები (მონიტორინგის სამსახური) წყვეტენ მუშაობას და მგზავრებთან კონტაქტს.

?იზღუდება მძღოლსა და მგზავრს შორის ფულის მიმოცვლა, გადახდა-უკონტაქტოდ

?მძღოლები ექცევიან ექიმების ყოველდღიური მეთვალყურეობის ქვეშ.

?ყველა სახის საზოგადოებრივ ტრანსპორტში, აუდიო მოწყობილობით უწყვეტად უნდა ცხადდებოდეს მგზავრთა ქცევის წესები.

?შესაბამისი სამსახურები უნდა ეცნობოდნენ საერთაშორისო რეკომენდაციებს და აწვდიდნენ მათ მგზავრებს.

საერთოდ უპატრონოდაა მიგდებული საქალაქთაშორისო ტრანსპორტი თავის მგზავრებიანად, არანაირი მოთხოვნა არ ვრცელდება მათზე და არც პასუხისმგებელია ვინმე! თუ არ ჩავთვლით თბილისის მერიის მიერ აქა-იქ, ალაგ-ალაგ მიშხურებულ სადეზინფექციო ხსნარს (24 საათში ერთხელ, რაც უდავოდ არასაკმარისი ღონისძიებაა), ქვეყანაში მგზავრთა უსაფრთხოებისთვის არც არაფერი კეთდება. საერთოდ არაფერი!

მილიონზე მეტი მგზავრობა დღეში, მხოლოდ თბილისში!”-წერს დავით მესხიშვილი სოციალურ ქსელში.

magti 5g