LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერებით მოტანილ ზიანზე პასუხისმგებლობა საკოორდინაციო საბჭოს ეკისრება: ანა დოლიძე

75
ანა დოლიძე

მოძრაობა „ხალხისთვის“ ლიდერი ანა დოლიძე მთავრობის გადაწყვეტილებას საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერებასთან დაკავშირებით უარყოფითად აფასებს. მისი განცხადებით, საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერება არის ბოროტი გადაწყვეტილება, რომელიც მშრომელი ხალხის წინააღმდეგ არის მიღებული. მისივე განცხადებით, ყველა ზიანზე, რომელსაც ტრანსპორტის გაჩერება მოიტანს, პასუხისმგებლობა ეკისრება საკოორდინაციო საბჭოს.

3-დან 12 მაისის ჩათვლით მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა ჩერდება

“რატომ იღებს ამ გადაწყვეტილებას ხელისუფლება? იმიტომ, რომ ისინი არ წარმოადგენენ იმ ხალხის ინტერესს, ვინც ამ ტრანსპორტით მოძრაობს. თვითონ გადაადგილდებიან „პრადოებით“, „მერსედესებით“ და ამიტომ არ იზიარებენ იმ ათასობით ადამიანის ინტერესს, რომელიც მოძრაობს საზოგადოებრივი ტრანსპორტით. სულ არ ადარდებთ ის, რომ უამრავი ხალხი დღეს სამსახურში ან ვერ მივა ან თუ მივა, უნდა მივიდეს ტაქსით. ბიზნესები უნდა გაწვალდნენ, რათა დააორგანიზონ თანამშრომლების ტრანსპორტირება. ევროპაში არ იკეტება საზოგადოებრივი ტრანსპორტი, რადგან თვითონ თვითმმართველობა ზრუნავს ტრანსპორტში ჯანდაცვის უზრუნველყოფაზე, დეზინფექციაზე, დისტანციის დაცვაზე და ა.შ. ეს უნდა გაკეთებულიყო თბილისშიც, მაგრამ ამის ნაცვლად უკვე მეორედ მიიღეს სამარცხვინო და ბოროტი გადაწყვეტილება. ეს პირდაპირ ზიანის მომტანია ათასობით ბავშვზე, მოზარდზე, მშობელზე და მშრომელზე,” – აცხადებს “ხალხისთვის” ლიდერი.

ანა დოლიძის ინფორმაციით, ევროპის ქვეყნებში მოქმედებს კანონმდებლობა, რომელიც უკრძალავს ტაქსებს პანდემიის დროს ფასის გაძვირებას, საქართველოში კი ეს სფეროც სრულიად მიშვებულია.

ახლა გაძვირდება ტაქსები. კანონმდებლობაც არ გვაქვს, რომ ტაქსის მძღოლებმა არ ისარგებლონ ბოროტად მსგავსი სიტუაციით. ევროპის ქვეყნებში არის ეს კანონმდებლობა, მაგრამ ჩვენთან არა. მე თავიდანვე ვეწინააღმდეგებოდი ტრანსპორტის გაჩერების გადაწყვეტილებას და ახლაც ვეწინააღმდეგები. ყველა ზიანი, რომელსაც ტრანსპორტის გაჩერება მოიტანს, არის საკოორდინაციო საბჭოს კისერზე“, – ამბობს ანა დოლიძე, რომლის კომენტარსაც პრესსამსახური ავრცელებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები