“გადაადგილებისთვის ყველა ტრანსპორტს ვიყენებ”,- ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ “იმედის” ეთერში ისაუბრა.
“მე საზოგადოებრივი ტრანსპორტითაც გადავაადგილდები, ჩემი სკუტერითაც ბავშვებთან ერთად, მოტოციკლითაც ხშირად დავდივარ მეგობრებთან ერთად, ასე რომ, ყველა ტრანსპორტს ვიყენებ და ისევ ჭავჭავაძის მაგალითზე შემიძლია გითხრათ, რომ გულს უხარია, როდესაც გაივლი და ქუჩა სავსეა ახალგაზრდებით, ყველა ასაკის ადამიანით. ზოგი ბავშვს ასეირნებს, ზოგი ფეხით გადაადგილდება ბებია-ბაბუასთან, ზოგი ვარჯიშობს. ყველას აქვს შესაბამისი სივრცე გადაადგილებისთვის და ეს ძალიან მნიშვნელოვანია”,-აღნიშნა კალაძემ.