LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Seat-ები მუსიკის ამოცნობას შეძლებენ

77

კომპანია Seat პირველი მწარმოებელია, რომელმაც თავისი ავტომობილების ინტეგრირება მუსიკის საძიებო აპლიკაცია Shazam-თან მოახდინა. სერვისი მუშაობას მიმდინარე წლის აპრილიდან დაიწყებს და ხელმისაწვდომი სპეციალური შეთავაზება Android Auto-ს პლატფორმაზე იქნება.

ამავდროულად მარკა გეგმავს „მობილური მომავლის“ სფეროს განვითარებას. ამისათვის ჰოლდინგში ახალი კომპანია XMOBA გაჩნდება. ის პერსპექტიული ტრენდების შესწავლითა და მობილურობის სფეროში დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღებით იქნება დაკავებული.

XMOBA-ს პირველი პროექტი პლატფორმა justmoove იქნება, რომელიც პარკინგის, ფასიანი გზებისა და საწვავის ღირებულების გადახდის საშუალებას იძლევა.

ასევე, Seat გეგმავს კატალონიის მთავრობის ინიციატივის მონაწლე გახდეს, რაც ბარსელონას მეხუთე თაობის ქსელების დედაქალაქად ქცევას ითვალისწინებს. პროექტის ფარგლებში, რომელიც მომავალი წლიდან დაიწყება, 5G ტექნოლოგიის გამოყენება Seat-ის პროტოტიპებში ჩართულ ქსელში მოხდება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები