ფულის გათეთრების მიმართულებით არსებული რისკების გათვალისწინებით, სებ-ი კრიპტოვალუტების სავაჭრო პლატფორმებისთვის გარკვეული რეგულაციების მიღებას გეგმავს. ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა პაპუნა ლეჟავამ Bussines Media Georgia“- ს განუცხადა.
მისი განმარტებით, სებ-ი მსოფლიო მარეგულირებლების გამოცდილებაზე დაყრდნობით ახალ რეგულაციებს შეიმუშავებს.
“კრიპტოვალუტების მიმართულებით უფრო მნიშვნელოვანია ჩვენი მხრიდან ე.წ. AML ანუ ფულის გათეთრების საწინააღმდეგო სისტემის შემუშავება. დღეს მსოფლიოში ყველგან მიდის ამაზე მუშაობა; აშშ-მა უკვე გამოსცა გარკვეული რეგულაციები როგორ უნდა მოხდეს ამ ბაზრის რეგულირება და ჩვენც ვმუშაობთ, რომ ფულის გათეთრების მიმართულებით მოხდეს ბაზრის რეგულირება. ეს ერთის მხრივ, შეიძლება შემზღუდველი იყოს გარკვეული სავაჭრო პლატფორმებისთვის ან პირიქით, მიეცეს მეტი სითამამე ზოგიერთ მოთამაშეს, რადგან პირიქით ფულის გათეთრების მიმართულებით ნაკლები კითხვები იქნება,” – ამბობს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი პაპუნა ლეჟავა.
ჯერჯერობით, უცნობია თუ რა მასშტაბის იქნება რეგულაციები, რომლებსაც სებ-ი კრიტპოვალუტების სავაჭრო პლატფორმებს დაუწესებს.