LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სებ-სა და კონკურენციის სააგენტოს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

konkurenciissaagento4545

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ და საქართველოს კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარემ ნოდარ ხადურმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს.

ეროვნული ბანკის ცნობით, „კონკურენციის შესახებ” საქართველოს კანონის მე-6 თავისა და „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 47-ე მუხლის შესაბამისად, მხარეები შეთახმდნენ: საფინანსო სექტორში, ინსტიტუციებს შორის, კონკურენციის კანონმდებლობის აღსრულების, კონკურენციის პოლიტიკის ეფექტურად წარმართვისა და ჯანსაღი კონკურენტული გარემოს უზრუნველყოფის მიზნით, თანასწორობის და ურთიერთსარგებლიანობის პრინციპზე დაყრდნობით, თანამშრომლობა გააძლიერონ.

ასევე, ხელი შეუწყონ ევროკავშირსა და საქართველოს შორის დადებული ასოცირების შეთანხმების ყველა პრინციპსა და დებულებას, რომელიც დაკავშირებულია კონკურენციის მარეგულირებელ კანონმდებლობასთან და მის იმპლემენტაციასთან.

მემორანდუმის ხელმოწერით, უწყების ხელმძღვანელმა პირებმა მზადყოფნა გამოთქვეს ერთობლივი ძალისხმევით განახორციელონ კონკურენციის დაცვასთან დაკავშირებული კანონმდებლობის შეცვლის/დახვეწის თაობაზე წინადადებები; ინფორმაციის გაცვლა, გამოცდილების გაზიარება, საექსპერტო მოსაზრებების შემუშავება და ა.შ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები