LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„სეფია“ – თბილისის სასტუმროებს კიდევ ერთი შეემატა

46095468_436789053522332_1571102863692660736_n

დედაქალაქის ცენტრში კიდევ ერთი ახალი სასტუმრო გაიხსნა. ღამბაშიძის 5 ნომერში 33 ნომრიანი სასტუმრო „სეფია“ განთავსდა, რომელიც დახვეწილი ინტერიერითა და ქართულ-ევროპული კერძების მიქსით გამოირჩევა.

სასტუმროს გააჩნია საკუთარი რესტორანი, ასევე ღია და გარე კაფეები. განთავსების ობიექტი საშუალო და მაღალ სეგმენტზეა გათვლილი.

„სეფიას” გახსნის ოფიციალური ცერემონია 28 ნოემბერს გაიმართა. სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ სოფია ქუშაშვილის გამოფენა ეხილათ, ასევე დაეგემოვნებინათ მოხეური სამზარეულო, ხოლო garden cafe-ში ევროპული სამზარეულო და უგემრიელესი გლინტვეინი.

სასტუმრო ოფიციალურად ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, გიორგი ჩოგოვაძემ გახსნა.

აღსანიშნავია, რომ ღამბაშიძის 5 ნომერში მდებარე შენობა ცნობილი მთამსვლელის, იგორ კაზალიკაშვილის ქალიშვილს – სეფიას ეკუთვნოდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g