სელენა გომესმა გრეისი აბრამსთან ითანამშრომლა. სპეკულაცია მათი დუეტის შესახებ ამ დღეებში, ბენი ბლანკოს მიერ გავრცელებული ვიდეოს შემდეგ გაჩნდა, ახლა კი გომესმა ინფორმაცია ოფიციალურად დაადასტურა. მან ქსელში ჩანაწერის ნაწყვეტი გააზიარა.
Call Me When You Break Up – ასე ჰქვია არტისტების ერთობლივ სიმღერას, რომლის რელიზის თარიღი ჯერჯერობით უცნობია.
აღსანიშნავია, რომ სიმღერა სელენა გომესისა და ბენი ბლანკოს კოლაბორაციული სტუდიური ალბომის – I Said I Love You First ლიდ სინგლი იქნება. დისკის რელიზი 21 მარტს შედგება. მისი პროდიუსერები, თავად ბლანკო და ფინეასი არიან.
ცნობისთვის, დისკის პრომოუშენისთვის ვარსკვლავურმა წყვილმა ბალადა – Scared of Loving You წარადგინა.
შეგახსენებთ, რომ სელენა გომესისა და ბენი ბლანკოს რომანი 2023 წლის ივნისში დაიწყო. ისინი 2024 წლის 11 დეკემბერს დაინიშნენ.