LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სელენა გომესი და The Weeknd ქორწილისთვის ემზადებიან

46

სელენა გომესისა და The Weeknd-ის რომანი სამი თვის წინ დაიწყო, თუმცა პრესა უკვე მათ შესაძლო ქორწილზე წერს. ინსაიდერის თქმით, სელენამ ქორწინების თარიღად აგვისტო აირჩია, რომელიც The Weeknd-ის ტურნეს დასრულების შემდეგ გაიმართება. მისივე თქმით, გომესი უკვე საქორწინო კაბას არჩევს, რაც შეეხება დიზაინერებს, ის „ვერსაჩეს“ ან „ჯორჯო არმანის“ მიანიჭებს უპირატესობას. ცერემონიას კი მხოლოდ მათი ახლობლები დაესწრებიან.

პირველად ვარსკვლავური რომანის შესახებ მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც წყვილი ლოს-ანჯელესის ერთ-ერთ რესტორანთან დააფიქსირეს. მას შემდეგ სელენა და მისი ბოიფრენდი ობიექტივში სულ ერთად ხვდებიან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები