LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სელენა გომესმა ახალი მასალა დააანონსა

80

სელენა გომესმა სიახლე დააანონსა: 24 წლის მომღერლის თქმით, 13 ივლისს გამოვა მისი ახალი სინგლი „Fetish“, მანამდე კი ქსელში მან სიახლის მცირე მონაკვეთი გააზიარა.

Fetish. Thursday.

A post shared by Selena Gomez (@selenagomez) on


ცოტა ხნის წინ გამოქვეყნებულ ინტერვიუში გომესმა განაცხადა, რომ არც მისი ახალი ალბომი და არც მასში შემავალი ნამუშევრები, წინა მასალას არ ჰგავს. მისი თქმით, ახალ დისკს არ აქვს განსაზღვრული თემა, ხოლო თითოეული სინგლი გარკვეულ ისტორიას მოყვება.

სელენას თაყვანისმცემლები უკვე იმედოვნებენ, რომ მისი ახალი სიმღერა წამყვან ჩარტებს დაიპყრობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები