LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სელენა გომესმა ქორწილში საუკეთესო მეგობარი არ დაპატიჟა, რომელმაც მომღერალს საკუთარი თირკმელი გადაუნერგა

224
სელენა გომესმა ქორწილში საუკეთესო მეგობარი არ დაპატიჟა, რომელმაც მომღერალს საკუთარი თირკმელი გადაუნერგა

მსახიობმა ფრანსია რაისამ, რომელიც სელენა გომესის ახლო მეგობრად ითვლება და მისი თირკმლის დონორია, ვრცლად  ისაუბრა , რომ მას სელენას ქორწილში მოსაწვევი არ მიუღია. მან ასევე ისაუბრა მათ შორის დაპირისპირების შესახებ გავრცელებულ ჭორებზე.

ინტერნეტში გამოქვეყნებულ ინტერვიუში რაისამ გომესს ყველაფერი საუკეთესო უსურვა:

„ვიცი, რომ დაქორწინდა და ძალიან მიხარია. მას თავისი ცხოვრება აქვს, ის უკვე მილიარდერია და მიხარია, რომ მისთვის რაღაცის გაკეთება შევძელი“ – თქვა ფრანსიამ და ნათლად აღნიშნა, რომ არ არის განაწყენებული მომღერალზე, მიუხედავად იმისა, რომ ქორწილის სტუმრების სიაში ვერ მოხვდა.

რაისამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ შემოწირულობა ადამიანის სიცოცხლის გადარჩენას გულისხმობს და არა მასთან განსაკუთრებული კავშირის დამყარებას.

მსახიობმა უარყო მედიაში გავრცელებული ჭორები, რომ მას და სელენას თირკმლის გადანერგვის შემდეგ, უთანხმოება ჰქონდათ.

გომესი ოპერაციის შემდეგ ალკოჰოლის მოხმარებაში არაერთხელ იყო ეჭვმიტანილი და ელექტრონული სიგარეტის მოხმარების დროსაც გამოიჭირეს.

პატარძლის სამი საქორწინო კაბა და სიძის მილიონ დოლარად შეფასებული სამკაულები – სელენა გომესისა და ბენი ბლანკოს შთამბეჭდავი ფოტოები ქორწილიდან

„მე დისნეის ნამდვილ პრინცესაზე დავქორწინდი“ – სელენა გომესისა და ბენი ბლანკოს ქორწილის ახალი დეტალები და ფოტოები

პერის ჰილტონი მეჯვარედ და დაუვიწყარი ცერემონიალი მონტესიტოში – სელენა გომესი და ბენი ბლანკო ქორწილისთვის ემზადებიან – ცნობილია დეტალები

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები