LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სელენა გომესს 15 წლის გოგოს თვითმკვლელობამდე მიყვანაში ადანაშაულებენ

93

ამერიკელმა ჯომ ჰერნდონი, რომლის ქალიშვილმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა, ტელესერიალის “13 მიზეზი რატომ” დახურვის მოწოდებით გამოვიდა, ხოლო მომღერალი სელენა გომესი, რომელიც პროექტის აღმასრულებელი პროდიუსერია, გოგოს გარდაცვალებაში დაადანაშაულა.

მამის თქმით, 15 წლის ბელა ჰერნდომა თავი სერიალის პირველი სეზონის ყურების შემდეგ მოიკლა. “გახსოვდეთ, რომ არიან მოზარდები, რომლებსაც რთული პერიოდი აქვთ და ისინი შესაძლოა თქვენი მეგობრები ან დები იყვნენ. სელენა გომესმა და Netflix-მა უნდა გაიგონ ის, რისი გაგებაც ყველას არ შეუძლია. ზოგიერთმა ადამიანმა, რომელიც დეპრესიას ებრძვის, შესაძლოა ამ ტელესერიალს არასასრურველ დროს უყუროს”, – განაცხადა გადაცვლილი გოგოს მამამ.

მისივე თქმით, ის აპირებს სარჩელი შეიტანოს სტუდიის წინააღმდეგ, რომელმაც დეკემბერში განაცხადა, რომ სერიალის მეორე სეზონის გადაღებები დასრულდა.

“13 პასუხი რატომ” მოსწავლის თვითმკვლელობაზეა. გოგოს გარდაცვალების შემდეგ მისი კლასელი ვიდეოჩანაწერებს იპოვის, რომელშიც გოგო თავისი გადაწყვეტილების მიზეზებს ხსნის. სერიალი სუიციდის რომანტიზებაში არაერთხელ დაადანაშაულეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g