სელფი მობაილის კომერციული დირექტორი მარიამ კოპაძე მსოფლიო მობილურ კონგრესზე (Mobile World Congress) Vodafone-ის V-Talk სესიაში მიიღებს მონაწილეობას. მსოფლიო ტელეკომის ინდუსტრიაში ყველაზე მასშტაბური კონგრესი ყოველწლიურად ბარსელონაში იმართება. მარიამ კოპაძე Vodafone-ის ციფრული მიმართულების დირექტორთან ემრე ურგუნთან ერთად ისაუბრებს თემაზე: „მომხმარებელთა ჩართულობის ზრდა Vodafone-ის ლოიალობის პროგრამის მეშვეობით: პერსონალიზაცია ხელოვნური ინტელექტის დახმარებით და თანამედროვე ინოვაცია“.
საქართველოს და რეგიონალურ ტელეკომ სფეროში სელფი მობაილი პირველი კომპანიაა, რომელმაც Vodafone-ის ცნობილი ლოიალობის პროგრამის ადგილობრივი ბაზრისთვის ადაპტაცია მოახდინა. Vodafone-ის ლოიალობის პროგრამა, რომელიც წარმატებით სარგებლობს საერთაშორისო ბაზარზე, სელფი მობაილის მომხმარებელს სთავაზობს მრავალ ექსკლუზიურ მომსახურებას, მათ შორის:
- სპეციალური შეთავაზებები და ფასდაკლებები: მომხმარებლები ისარგებლებენ სპეციალური შეთავაზებებით წამყვან საკვებ ობიექტებში, სავაჭრო მაღაზიებსა და სხვადასხვა მომსახურებაზე
- ექსკლუზიური შეთავაზებები: მომხმარებელს აძლევს წვდომას პოპულარულ აპლიკაციებზე, ტოპ ბრენდებზე, ასევე სხვადასხვა ღონისძიებაზე დასასწრებ ბილეთებზე
- მუდმივი სიახლეები: მომხმარებელი მუდმივად მიიღებს განახლებად, უახლეს შეთავაზებებს.
ლოიალობის პროგრამის პერსონიზებული ბენეფიტებით სარგებლობისთვის საკმარისია სელფის აპლიკაციაში MyCellfie ღილაკზე ერთი დაჭერა, რათა იხილოთ შეთავაზებები.
ინდუსტრიის წარმომადგენლებსა და ტელეკომ სფეროს მოყვარულებს შესაძლებლობა აქვთ დაესწრონ V-Talk სესიას ოთხშაბათს, 5 მარტს, 15:30 საათზე ბარსელონაში, Fira Gran Via, ჰოლი 3, სტენდი 3E11.
„ჩვენი პარტნიორობა Vodafone-თან კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ სელფი მობაილი მუდმივად სთავაზობს მომხმარებლებს ინოვაციურ, მათზე მორგებულ პროდუქტებს. მოხარულნი ვართ, რომ შევძელით ამ ინოვაციური გამოცდილების დანერგვა ქართულ ბაზარზე. მინდა მადლობა გადავუხადო Vodafone-ის გუნდს MWC-ზე საუბრის შესაძლებლობისთვის და მოუთმენლად ველოდები განვიხილო ის მნიშვნელოვანი დადებითი გავლენა, რაც ლოიალობის პროგრამას აქვს სელფი მობაილის მომხმარებელზე,“ – განაცხადა მარიამ კოპაძემ.
(R)