სელინ დიონმა პარიზის მოდის კვირეული პრაქტიკულად დაჩრდილა. 51 წლის მომღერალი სხვადასხვა ბრენდის ექსტრაორდინალური სამოსით ჩნდებოდა. მისი ბოლო ფოტოები „ალექსანდრე ვაუტიერის“ მოდის სახლის ჩვენებიდან ვრცელდება, სადაც სლეინ დიონმა არჩევანი თეთრი ფერის კაბაზე გააკეთა. დიონი ბრწყინავდა „სელინის“ თეთრ მინი-კაბაში, რომელიც უზარმაზარი შლეიფით იყო გაფორმებული.
პარიზის მოდის კვირეულის ფარგლებში სელინ დიონმა თითქმის ყველა წამყვანი ბრენდის სამოსი მოირგო. დაწყებული „შანელის“ კომბინეზონით, დასრულებული „ირის ვან ჰერპენის“ ბადე-კაბით.