სელინ დიონი ამჯერად პარიზში იმყოფება. 51 წლის მომღერალი ფოტოგრაფებმა ერთ-ერთი სასტუმროდან გამოსვლისას გადაიღეს. დიონმა სასტუმროს ტერიტორია დაცვის წევრების თანხლებით დატოვა და მას სასტუმროს შესასვლელთან უამრავი გულშემატკივარი დახვდა.
სელინ დიონმა ამ დღეს არჩევანი „შანელის“ უახლეს კოლექციაზე გააკეთა. მან ტანზე მომდგარი, ელასტიკური კომბინეზონი შეარჩია, რომლის ღირებულება 1700 დოლარია. კომბინეზონს მასიური ქამარი „შანელის“ წარწერით ამშვენებდა. ბოლო დროს ლეგენდარულმა მომღერალმა წონაში საგრძნობლად დაიკლო, რასაცა მოჰყვა ჭორები მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შესახებ.