LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“სენატორებს სწორი ინფორმაცია უნდა მივაწოდოთ, რომ შეცდომაში არ შეიყვანონ” – კალაძე კრიტიკული წერილის ავტორ სენატორებზე

141
BeFunky-collage - 2020-05-20T172153.810

აშშ-ის სენატორების მიერ საქართველოს მთავრობის მისამართით გამოგზავნილ წერილებს დედაქალაქის მერი კახი კალაძე ეხმაურება და აცხადებს, რომ პარტნიორი ქვეყნის კონგრესმენებთან კომუნიკაციაა საჭირო. მისი განმარტებით, საქართველოს სახელმწიფოს მხრიდან მეგობარი ქვეყნის სენატორებთან საუბარი აუცილებელია, რათა მიეწოდოთ სწორი ინფორმაცია მათთვის საინტერესო საკითხზე.  “ქართული ოცნების” აღმასრულებელმა მდივანმა ამის შესახებ დღეს ჟურნალისტებთან, საქართველოში ამერიკულ ბიზნესთან დაკავშირებით ოთხი კონგრესმენის მიერ აშშ-ის სახელმწიფო და სახაზინო მდივნებისადმი გაგზავნილ წერილზე საუბრისას განაცხადა.

„თუ ეს ის კონგრესმენები, არიან რომლებიც „ფრონტერას“ საქმეში ფუგურირებენ, აქ ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი არსებობს, რადგან იცით, რომ ჩვენმა სახელმწიფომ, რომელიც ჩემიც, თქვენიც, ოპოზიციისაც არის, მოიგო დავა არბიტრაჟში ამ სავარაუდოდ თაღლით კომპანიასთან, რომელსაც „ფრონტერა“ წარმოადგენს. რაც შეეხება სენატორების განცხადებას და წერილებს, რა თქმა უნდა, საჭიროა ამ ადამიანებთან კომუნიკაცია სახელმწიფოს მხრიდან, საგარეო საქმეთა სამინისტროს მხრიდან, რომ იყოს ზუსტი და სწორი ინფორმაცია მიწოდებული ამ დავასთან დაკავშირებით, თუ რა პოზიცია აქვს საქართველოს და რა მდგომარეობაა, რათა მათ ქონდეთ სრული ინფორმაცია და ვინმემ შეცდომაში არ შეიყვანოს“ – განაცხადა კახა კალაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g