LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“სეპარატისტულმა რეჟიმმა საქართველოს მოქალაქეებს ლომისის წმინდა გიორგის ეკლესიაში ასვლა აუკრძალა!”

574

სოციალური ქსელის მომხმარებელი ბექა ადუაშვილი, “ფეისბუქზე” წერს, რომ საოკუპაციო რეჟიმი საქართველოს მოქალაქეებს, ლომისობის წმინდა გიორგის ეკლესიაში არ უშვებს. საუბარია, სალოცავთან მისასვლელ ერთ გზაზე, რომელიც სოფელ კირბალის მხრიდანაა.

“Sos! მეგობრებო სეპარატისტულმა რეჟიმმა საქართველოს მოქალაქეებს ლომისის წმინდა გიორგის ეკლესიაში ასვლა აუკრძალა! დღეს, ლომისობას ამ ეკლესიაში ქართველებს არ უშვებენ. გუშინ ოკუპანტმა მხარემ ქართული მხარე გააფრთხილა, რომ ვინც დღეს სალოცავთან კირბალის მხრიდან ავა დააპატიმრებენ საზღვრის გადაკვეთის გამო! ამის შესახებ ხელისუფლებას განცხადება არც კი გაუკეთებია!” – წერს ბექა ადუაშვილი.

ბექა ადუაშვილი აცხადებს, რომ ამ თემას შესაბამისი რეაგირება არ მოჰყოლია და სუსის განცხადება მოსახლეობის ინფორმირებულობისთვის საკმარისი არ იყო.

“ხვალ რომ თქვან ვინც გორში შემოვა უნდა დავაკავოთო მაშინვე თავი უნდა დავხაროთ და სუსის ფეისბუქზე დაპოსტვით შემოვიფარგლოთ?”, – წერს ის.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ლომისობის დღესასწაულთან დაკავშირებით მოსახლეობა გააფრთხილა. მათი თქმით, საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ლომისობის დღესასწაულის დროს, კირბალისა და მეჯვრისხევის მოსახლეობის მიერ ე.წ. საზღვრის დარღვევის შემთხვევაში, მათ დააკავებენ.

ლომისობის დღესასწაული დუშეთის მუნიციპალიტეტში ყოველ წელს, აღდგომიდან მე-7 კვირას აღინიშნება. ლომისის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია, ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლია. ის მდინარეების ქსნისა და არგვის წყალგამყოფი ქედის უღელტეხილზე მდებარეობს (ახალგორის მუნიციპალიტეტი).

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g