ავსტრალიის სახანძრო სამსახურმა გადაწყვიტა 2017 წლის კალენდარი გამოუშვას. კალენდარზე სექსუალური ავსტრალიერი მეხანძრეები პოზირებენ. როგორც ავსტრალიის სახანძრო დეპარტამენში აცხადებენ, აღნიშნული კალენდარი საქველმოქმედო მიზნით გამოვა და შემოსული თანხა ბავშვთა ჰოსპიტალის დამწვრობის განყოფილებასა და სიდნეის ბავშვთა ჰოსპიტალს გადაერიცხება. კალენდრის შეძენა მსურველებს ვებგვერდ firefighterscalendar.com.au -ზე შეუძლიათ.