,,მარველის” კომიქსის მორიგი ანტიგმირის, მორბიუსის ეკრანიზაციის გადაღებები აქტიურად მიმდინარეობს.
ახლახან, ჯარედ ლეტომ, რომელიც კინოსურათში მთავარ პერსონსაჟს განასახიერებს, ,,ინსტაგრამზე” ფილმის ერთგვარი საიმიჯო რგოლი გამოაქვეყნა.
ვიდეოში, ,,ოსკაროსანი” მსახიობი ქუჩაში ჩაფიქრებული დგას, მის გარშემო კი ხალხი მოძრაობს.
ამასთან, ამერიკელმა მსახიობმა ქსელში პიკანტური ფოტოც გააზიარა, რომელზეც ის პირსისხლიანი, ტორტით ხელში ჩანს. სურათი, შვედი რეჟისორის, დენიელ ესპინოზას მომავალი პროექტის გადასაღები მოედნიდან, 47 წლის არტისტმა სპეციალურად იმ ჯგუფის დისკის იუბილეს აღსანიშნად ატვირთა, რომლის ვოკალისტი თავად არის.
საუბარია, 30 Seconds to Mars-ზე და ბენდის მესამე სტუდიურ ალბომზე, This Is War, რომელიც 10 წლის წინ გამოვიდა.
შეგახსენებთ, რომ ,,მორბიუსი”, რომელიც ,,ადამიანი ობობას” სპინოფია, მეცნიერ, მაიკლ მორბიუსის შესახებ მოგვითხრობს, რომელსაც წარუმატებელი ექსპერიმენტი ვამპირად აქცევს.