LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„სექტანტები, რომლებსაც არ მოსწონთ პირდაპირი ადამიანები, არადა დემოკრატიის შუქურები არიან რომ ჰკითხო, აი ძირითადად ეს ადამიანები გაღიზიანდნენ და ვერ აიტანეს ამ ბიჭის დამსახურებული პოპულარობა და მისი აღიარება“ – ვინ ვერ აიტანა ფეხბურთელ გიორგი გველესიანის აღიარება? რას წერს მომღერალი ანდრია გველესიანი

3466
ანდრია გველესიანი

მომღერალი ანდრია გველესიანი საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელ გიორგი გველესიანთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და გულდაწყვეტილი წერს, რომ როდესაც დამსახურებული სიყვარული და აღიარება მიიღო საზოგადოებისგან 33 წლის ასაკში ფეხბურთელმა, სწორედ მაშინ გაღიზიანდნენ ადამიანები – მისივე თქმით „სექტანტები“ და ვერ აიტანეს გიორგი გველესიანის დამსახურებული პოპულარობა და მისი აღიარება.

ეროვნულმა ნაკრებმა ბავშვობის ოცნებები აგვიხდინა და ევროპის ჩემპიონატზე გავედით, თან ასე ღირსეულად.. დიდი მადლობა ბიჭებს!“ – მომღერალი ანდრია გველესიანი გიორგი გველესიანთან ერთად გადაღებულ ფოტოს გვიზიარებს

„დაისვენებენ ზოგიერთები ♥️

წლებია გიორგის ნაკრებში გამოძახებას ვითხოვდით,როგორც იქნა გამოიძახეს და იბრწყინა კიდეც ჯერ როგორც ფეხბურთელმა ევროპის ჩემპიონატზე და მერე როგორც ადამიანმა როცა საზოგადოებამ ახლოს გაიცნო.

დამსახურებული სიყვარული და აღიარება მიიღო 33 წლის ასაკში ✨

უბრალოდ არიან ადამიანები (სექტანტები) რომლებსაც არ მოსწონთ პირდაპირი ადამიანები და მაინც და მაინც მათ გემოვნებაში უნდა ჯდებოდე, მათივე განსაზღვრულ ჩარჩოებში და შეხედულებებში (არადა დემოკრატიის შუქურები არიან რომ კითხო) აი ძირითადად ეს ადამიანები გაღიზიანდნენ და ვერ აიტანეს ამ ბიჭის დამსახურებული პოპულარობა და მისი აღიარება..

არა უშავს იმედი მაქვს განვვითარდებით ერთმანეთის სიხარულის გულწრფელ გაზიარებაში ოდესმე ♥️“ – წერს ანდრია გველესიანი.

დაისვენებენ ზოგიერთები ♥️ წლებია გიორგის ნაკრებში გამოძახებას ვითხოვდით,როგორც იქნა გამოიძახეს და იბრწყინა კიდეც ჯერ…

Posted by Andria Gvelesiani on შაბათი, 20 ივლისი, 2024
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g