LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სერბეთში ვაქცინირებულებს 25 ევროს გადასცემენ – ქვეყანაში აცრა 4 ვაქცინითაა შესაძლებელი

183
სერბეთი

სერბეთში ვაქცინირებულ ადამიანებს 25 ევროს გადაუხდიან. ამის შესახებ გადაწყვეტილება სერბეთის პრეზიდენტმა ალექსანდრე ვუჩინმა მიიღო. ინფორმაციას euronews.com ავრცელებს.

სერბეთის პრეზიდენტი ამბობს, რომ ვაქცინაციაზე უარის თქმა არის უპასუხისმცემლო და ეგოისტური ნაბიჯი.

და დასძინა, რომ, ეს ინიციატივა მოქალაქეებს დამატებით სტიმულს გაუჩენს.

„ის მოქალაქეები, რომლებმაც პასუხისმგებლობა გამოიჩინეს და ვაქცინაცია გადაწყვიტეს, დამატებით ფინანსურ მხარდაჭერას მიიღებენ. ეს პირები 3000 სერბულ დინარს მიღებენ, რაც საშუალო თვიური ხელფასის 5%-ს შეადგენს“. – ამბობს სერბეთის პრეზიდენტი.

ვუჩინი იმედს გამოთქვამს, რომ მაისის ბოლოს სერბეთის მოსახლეობის 55 % ვაქცინირებული იქნება.

ცნობისთის, სერბეთის პრეზიდენტი თავად აპრილის დასაწყისში ჩინური სინოფარით აიცრა. სერბეთი ვაქცინირებული ადამიანებით ევროპაში სამეულშია.

ამ ქვეყანაში ვაქცინაცია შესაძლებელია „ფაიზერის“, „ასტრაზენეკას“, „სინოფარმისა“ და „სპუტნიკ V“ – ის ვაქცინებით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g