LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სერენა და სხვა ქალები: ყველაზე მდიდარი სპორტსმენები

84

ავტორიტეტულმა ამერიკულმა ჟურნალმა Forbes-მა 2018 წლის ყველაზე მაღალანაზღაურებადი ქალი სპორტსმენების სია გამოაქვეყნა.

რეიტინგში ლიდერობს ამერიკელი ჩოგბურთელი სერენა უილიამსი, რომლის შემოსავალმა 18.1 მილიონი დოლარი შეადგინა. სერენა წელიწადნახევარია იშვიათად თამაშობს, რაც პირველი შვილის დაბადებით არის გამოწვეული, ამიტომაც ამ თანხიდან მხოლოდ 62 ათასია ტურნირებზე მიღებული ჰონორარები.

ტოპ-ათეულში რვა ჩოგბურთელია შესული და მხოლოდ ორი სპორტსმენია სპორტის სხვა სახეობებიდან – ინდოელი ბადმინტონისტი პუსარლა ვენკატა სინდჰუ და ამერიკელი ავტომრბოლი დანიკა პატრიკი.

ყველაზე მაღალანაზღაურებადი ქალი სპორტსმენების TOP10 ასე გამოიყურება:

1. სერენა უილიამსი – 18.1 მლნ.
2. კაროლინ ვოზნიაცკი – 13 მლნ.
3. სლოან სტივენსი – 11.2 მლნ.
4. გარბინე მუგურუსა – 11 მლნ.
5. მარია შარაპოვა – 10.5 მლნ.
6. ვინუს უილიამსი – 10.2 მლნ.
7. პ. ვ. სინდჰუ – 8.5 მლნ.
8. სიმონა ჰალეპი – 7.7 მლნ.
9. დანიკა პატრიკი – 7.5 მლნ.
10. ანჟელიკ კერბერი – 7 მლნ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები