მსოფლიოს ყოფილი პირველი ჩოგანი, 45 წლის ვენუს უილიამსი თავის რჩეულზე, 37 წლის იტალიელ მსახიობ, ანდრეა პრეტიზე დაქორწინდა. გასულ შაბათ-კვირას წყვილმა პომპეზური ქორწილი ფლორიდაში გადაიხადა. ცერემონიიდან პირველი კადრები უკვე გავრცელდა.
როგორც გაირკვა, ვენუსმა და ანდრეამ ოფიციალურად ჯერ კიდევ სექტემბერში, ახლო მეგობრებისა და ოჯახის წევრების ვიწრო წრეში, იტალიაში იქორწინეს, თუმცა ამერიკაში გამართული ცერემონია გაცილებით მასშტაბური აღმოჩნდა.
საქორწილო ზეიმი ხუთ დღეს გაგრძელდა და მოიცავდა აუზთან გამართულ წვეულებებს, იტალიურ ვახშამსა და სპორტულ დღეს, სხვადასხვა აქტივობით.
ამ დროის განმავლობაში პატარძალმა დაახლოებით ათი განსხვავებული საავტორო კაბა მოირგო ისეთი ბრენდებისგან, როგორებიცაა: Morilee New York, Kim Kassas Couture, Wona Concept და Nadia Manjarrez, მათ შორის იყო უბრალო ღამის პერანგიც, რომელიც ვენუსს სერენამ აჩუქა ქორწილამდე გამართულ გოგონების წვეულებაზე.
აღსანიშნავია, რომ 43 წლის სერენამ დას ძვირადღირებული იახტაც აჩუქა და თავად ითავა საქორწილო ღონისძიებაზე კვების ორგანიზება.
„ახლა თავს ბევრად უფრო სექსუალურად ვგრძნობ“ – 43 წლის სერენა უილიამსის გასაოცარი გარდასახვა