სერენა უილიამსი სპორტში წლის პერსონა გახდა. ეს წოდება მას Sports Illustrated-მა მიანიჭა. იგი პირველი ქალი გახდა, რომელმაც 1983 წლის შემდეგ ეს ჯილდო მოიგო, ამასთან 1992 წლიდან არტურ ეშის შემდეგ ჩოგბურთს გამარჯვებული წარმომადგენელი არ ყოლია.
WTA-ს რეიტინგის ამჟამინდელმა ლიდერმა, უმცროსმა უილიამსმა 2015 წელს ერთეულთა ხუთი ტურნირი მოიპოვა, მათ შორის სამი დიდი სლემის – უიმბლდონი, ავსტრალიის ღია და როლან გაროსი, მთელი წლის განმავლობაში კი მხოლოდ სამჯერ წააგო.
მანამდე Sports Illustrated-ის ჯილდო მოუგიათ ისეთ ლეგენდებს, როგორებიც არიან მოჰამედ ალი, არტურ ეში, ლებრონ ჯეიმსი, მაიკლ ჯორდანი და სხვები.