LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სერგეენკო : ანტიბიოტიკს აქვს მკვლელის ფუნქცია

139

დავით სერგეენკო პაციენტებსა და ექიმებს მიმართავს და მოუწოდებს, სიფრთხილით მოეკიდონ ანტიბიოტიკების მიღებას.

“მინდა მოვუწოდო მოსახლეობას, ჩემი უმორჩილესი სათხოვარი და ცალსახა, კატეგორიული მოწოდება იქნება, რომ თვითნებურად ნუ მიიღებენ ანტიობიტიკს. ანტიბიოტიკი არ არის სიცხის დამწევი წამალი, მას აქვს მკვლელის ფუნქცია, რომელსაც უნდა ჰქონდეს ბრძანება ვინ მოკლას და ვინ – არა. რაც შეეხება ექიმებს, ასევე უმორჩილესი სათხოვარი მექნება ჩვენი კოლეგებისადმი, რომ ძალიან მკაცრად გავაკონტროლებთ ანტიბიოტიკების არამიზნობრივად დანიშნულებას. მივმართავ ჩემს კოლეგებს, პირობას გაძლევთ, რომ ყველანაირად შეგიწყობთ ხელს, იმისთვის, რომ რაციონალური ანტიბიოტიკოთერაპია ინფორმაციულად თქვენთვის მიწვდომადი იყოს, მაგრამ ნუ გეწყინებათ თუკი ვნახავთ, რომ ანტიბიოტიკები არარაციონალურად ინიშნება, შესაბამისი რეაგირება გვექნება”, – განაცხადა დავით ანტიბიოტიკების შესახებ ინფორმირებულობის მსოფლიო კვირეულის ფარგლებში გამართულ პრესკონფერენციაზე.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g