LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სერგეენკო: ემოციები მძალავს, რადგან უკრაინა ჩემი მეორე სამშობლოა, ყველაფერი უნდა შესრულდეს, რითაც შეიძლება მათ მხარში ამოვუდგეთ

270
1

პარლამენტის ვიცე-სპიკერი დავით სერგეენკო უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს ეხმიანება და აცხადებს, რომ ყოველთვის ემოციები სძალავს, რადგან უკრაინა მისი მეორე სამშობლოა.

სერგეენკომ იმ ჰუმანიტარულ დახმარებაზე ისაუბრა, რომელსაც ქვეყანა საქართველოს მხრიდან იღებს.

მისივე თქმით, სახელმწიფო ვიზიტების მიზანშეწონილობასა და გეგმებზე კომენტარს შესაბამისი უფლებამოსილების ადამიანები გააკეთებენ:

“უკრაინაში მიმდინარე ომმა და იმ დიდმა ტრაგედიამ, რაც ახლა უკრაინაში ხდება, წარმოუდგენელია, ნორმალური ქვეყანა და ნორმალური ადამიანი გულგრილი დატოვოს. ამ ადამიანებისთვის სოლიდარობის ნებისმიერი გამოხატულება მნიშვნელოვანია.

პირადად მე დაკავებული ვარ იმით, რომ ვაკეთებ ჰუმანიტარული დახმარების ორგანიზებას. რაც შეეხება სახელმწიფო ვიზიტებს, ამის მიზანშეწონილობასა და გეგმებზე შესაბამისი ადამიანები გააკეთებენ კომენტარს. 2014 წელს, როცა შემეძლო კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა, როცა ჯანდაცვის მინისტრი ვიყავი, პირველი იყო საქართველოს დელეგაცია და პირველი ვიყავი მე, ვინც ჩავედი უკრაინაში. ახლაც უნდა შეფასდეს პოლიტიკური მიზანშეწონილობა და ვფიქრობ, ამით არის დაკავებული მთავრობა და პარტიული ლიდერშიპიც.

რაც შეეხება ჩემს პოზიციას, ამასთან მიმართებით მე ვერ ვიქნები პრაგმატული და რაციონალური, რადგან ყოველთვის ემოციები მძალავს, რადგან უკრაინა ჩემი მეორე სამშობლოა. ყველაფერი, რითაც შეიძლება, მხარში ამოვუდგეთ ამ ადამიანებს, უნდა შესრულდეს”, – თქვა სერგეენკომ.

მომდევნო კვირიდან თბილისის ბაგა-ბაღები უკრაინის მოქალაქე ბავშვებს მიიღებენ

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით ამ ბმულზე

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g