LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სერგეენკო: გავწერეთ 5 ექიმის კონსულტაციის აუცილებელობა – თუ რაღაც ნაწილის გაკეთება ადგილზე შეუძლებელი იქნება, პაციენტი სხვაგან იქნება გადაყვანილი

79
1

უმრავლესობის ერთ-ერთი წევრის, ვიცე-სპიკერის დავით სერგეენკოს განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის მკურნალ და პირად ექიმთან შეთანხმებით, 5 ექიმის კონსულტაციის აუცილებელობა გაწერეს და დაასაბუთეს.

სერგეენკოს თქმით, მათი მთავარი ამოცანა მკურნალობისა და დიაგნოსტიკის გეგმის გაწერაა.

მისივე თქმით, თუკი ამ პროცედურების შესრულება შესაძლებელი იქნება ადგილზე – ადგილზე გაკეთდება, ხოლო თუ მათი რაღაც ნაწილის გაკეთება შეუძლებელი იქნება, პაციენტს გადაიყვანენ იქ, სადაც ეს შესაძლებელი იქნება:

“პირადი რეკომენდაცია უკვე გავუზიარე მის პირად ექიმს და ამ დაწესებულების ექიმებს, რომელიც, პრინციპში, სრულდება კიდეც და დამეთანხმნენ, ეს იყო ღამის განმავლობაში გადაუდებელი კონსულტაციები რამდენიმე სპეციალისტის, რომლებმაც უახლოესი საათების სამოქმედი გეგმა უნდა გაწერონ. ეს არის ჩემი რეკომენდაცია, რომელიც გაზიარებულია.

გეგმა ასეთია, რომ მკურნალ და პირად ექიმთან შეთანხმებით, გავწერეთ და დავასაბუთეთ 5 ექიმის კონსულტაციის აუცილებელობა. აქედან ორი – ნერვოლოგი და გასტროენტეროლოგი, პირველი პრიორიტეტი იყო. ნერვოლოგის კონსულტაცია იყო უკვე, როცა მე წამოვედი, გასტროენტეროლოგთან ღამე ჩატარდებოდა.

ამოცანაა ის, რომ ეს ადამიანები მკურნალობისა და დიაგნოსტიკის გეგმას გაწერენ. თუკი ეს შესაძლებელი იქნება ადგილზე, გაკეთდება ადგილზე, თუ მათი რაღაც ნაწილის გაკეთება შეუძლებელი იქნება, პაციენტი გადაყვანილი იქნება იქ, სადაც ეს შესაძლებელი იქნება.” – განაცხადა სერგეენკომ.

დავით სერგეენკო: “თუკი საჭირო გახდება გადაყვანა – პაციენტი გადავა”

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g