LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სერგეენკო: კომპანიები უნდა მივიყვანოთ შეგნებამდე, რომ უსაფრთხოების დაცვა აუცილებელია

90
CADE81F1-D240-4F6A-AF8E-B4905A4D5436_cx9_cy19_cw84_w1023_r1_s

კომპანიები, ვინც ვერ აცნობიერებს, უნდა მივიყვანოთ შეგნებამდე, რომ უსაფრთხოების ნორმების დაცვა აუცილებელია, – ასე გამოეხმაურა ჯანდაცვის მინისტრი თბილიში, ჭავჭავაძის გამზირზე მომხდარ ტრაგედიას , რომელსაც ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

„მარტო კანონმდებლობის გამკაცრება, რომელიც უკვე მოხდა არ არის საკმარისი, რათა მაქსიმალურად უსაფრთხო შრომითი გარემო შეიქმნას. კომპლექსური მიდგომაა საჭირო. ხშირად ეს საკითხები ასოცირდება მხოლოდ მეტ შრომის ინსპექტორთან. შრომითი ინსპექცია მნიშვნელოვანია, მაგრამ ერთ-ერთი ნაწილია. ბევრი სხვადასხვა ფაქტორი მოქმედებს. უპირველესად, თავად კომპანიის შრომის უსაფრთხოების სამსახურის გამართული მუშაობა”– განაცხადა დავით სერგეენკომ.

რაც შეეხება ამ კონკრეტულ შემთხვევას, როგორც მინისტრმა აღნიშნა, უმნიშვნელოვანესია, უმოკლეს ვადებში გაირკვეს ტრაგედიის გამომწვევი რეალური მიზეზები.

„აქედან უნდა ავაწყოთ ჩვენი მოქმედება. ვფიქრობ, ეს არის ერთ-ერთი სწორი გზა. შრომის უსაფრთხოებას განსაზღვრას ოთხი ფაქტორი – შრომის ინსპექცია, რომელიც ამოწმებს სისტემური ხარვეზის არსებობას, მაგრამ არ ატარებს 24/7-ზე მონიტორინგს. ეს შრომის ინსპექციის საქმე არ არის; მეორე არის ეკონომიკის სამინისტროს შესაბამისი სამსახური, რომელიც აწესებს ტექნიკურ ნორმატივებს. მესამე არის ადგილობრივი მუნიციპალიტეტების ტექნიკური ზედამხედველობის სამსახურები და მეოთხე – კომპანიების შრომითი უსაფრთხოების სამსახურები. რა გაკეთდა ამ ოთხი ფაქტორის მოსაგვარებლად. 2013 წელსვე შრომის კოდექსი შეიცვალა, 2015 წელს დაფუძნდა შრომის ინსპექცია, შარშან შევიდა კანონი ძალაში, რომლითაც შრომით ინსპექტორებს მოსამართლის გადაწყვეტილების გარეშე შეეძლოთ მძიმე და მავნე ინდუსტრიის საწარმოებში შესვლა და წელს შევიდა კანონი, როდესაც ნებისმიერი ინდუსტრიის შემოწმება გახდა შესაძლებელი. თუმცა საკუთრივ ამ კომპანიებმა არ უზრუნველყვეს გამართული შრომის უსაფრთხოების სამსახურის არსებობა. შედეგი ამას ნაკლები ექნება და ჩვენი მოვალეობაა, რომ ეს კომპანიები, ვინც ვერ აცნობიერებს ამას, მივიყვანოთ იმ შეგნებამდე, რომ ამ ნორმების დაცვა არის აუცილებელი. სხვა შემთხვევაში სასჯელი გარდაუვალია“, – განაცხადა დავით სერგეენკომ.

შრომის უსაფრთხოების სტანდარტების ამაღლების მოთხოვნით თბილისში გუშინ აქცია გაიმართა და  სახალხო მოძრაობის შექმნაც დაანონსდა.

პირველი აპრილის აქცია სოციალურ ქსელში მას შემდეგ დაიგეგმა, რაც 31 მარტს ჭავჭავაძის #5-ში მიმდინარე მშენებლობაზე მიწის ჩამოშლის შედეგად ორი მუშა დაიღუპა.

პოპულარულები