ინფექციურ საავამდყოფოში გადაღებულ ფოტოებს, რომელიც ინტერნეტში გავრცელდა, დღეს ჯანდაცვის მინისტრი გამოეხმაურა. დავით სერგეენკო ამბობს, რომ შენობა გასარემონტებელია და არსებობს კონკრეტული გეგმაც, რომლის მიხედვითაც შენობა კაპიტალურად უნდა გარემონტდეს, თუმცა, მინისტრი აქვე აღნიშნავს, რომ პრობლემა რემონტის არარსებობაში სულაც არ არის.
„დავინახე ერთი მწვავე პრობლემა, რაც არ უნდა კაპიტალური და გარემონტებული იყოს შენობა, აქ იდგა შენობის მოვლის პრობლემა და როგორი რემონტიც არ უნდა გავაკეთოთ, ელემენტალურად- ფარდას მინისტრი ვერ გარეცხავს,“ – ამბობს სერგეენკო.
ინფექციურ საავადმყოფოში არსებული ვითარების ამსახველი მასალა იხილეთ ბმულზე:
